ფესტივალის დახურვა
ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი
სამეცნიერო პიკნიკი სენაკში
სამეცნიერო პიკნიკი გორში
სამეცნიერო პიკნიკი ბათუმში
სამეცნიერო პიკნიკი თელავში
სამეცნიერო პიკნიკი ქუთაისში
ფესტივალის გახსნა
-
ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი
მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, ამჯერად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა გამართა სამეცნიერო პიკნიკი. პიკნიკზე ორგანიზატორებმა სტუმრებს სხვადასხვა თემატიკის შემეცნებითი და გასართობი პროგრამა შესთავაზეს.
ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი არის საქართველოში ერთ-ერთი პირველი ღონისძიება, რომელიც ღია ცის ქვეშ მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით ყოველწლიურად იმართება. -
სამეცნიერო პიკნიკი სენაკში
4 ოქტომბერს, მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სენაკის ბაზაზე სამეცნიერო პიკნიკი გაიმართა.
სამეცნიერო პიკნიკზე წარმოდგენილი იყო 13 კარავი, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საქართველოს, კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, ,,ლეგო ედუქეიშენის“, ზუგდიდის ტექნოპარკის მონაწილეობით. სამეცნიერო პიკნიკს სტუმრობდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამაზ მარსაგიშვილი. პიკნიკის ვიზიტორთა რაოდენობამ 1000- ს გადააჭარბა. -
სამეცნიერო პიკნიკი გორში
30 სექტემბერს, მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ორგანიზებით, ქალაქ გორში გაიმართა სამეცნიერო პიკნიკი. ღონისძიება გახსნა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თამაზ მარსაგიშვილმა. სამეცნიერო პიკნიკში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. ღონისძიებას დაესწრნენ გორისა და გორის რაიონის სკოლის მოსწავლეები -
სამეცნიერო პიკნიკი ბათუმში
„მეცნიერებისა და ინოვაციების“ ფესტივალის ფარგლებში, ყველაზე უჩვეულო სამეცნიერო პიკნიკი ბათუმშიც გაიმართა. პიკნიკზე წარმოდგენილმა საინტერესო სანახაობამ აქაც ბევრი დამთვალიერებელი მოიზიდა, მათ შორის მოზარდები, რომელთა დაინტერესება მეცნიერებით არის პიკნიკის და ზოგადად მეცნიერების ფესტივალის მთავრი მიზანი. -
სამეცნიერო პიკნიკი თელავში
25 სექტემბერს თელავში მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარდა სამეცნიერო პიკნიკი. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრებისა და სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები. გაიმართა ბრიტანული სამეცნიერო შოუ სკოლის მოსწავლეებისთვის. საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის ორგანიზებით მოეწყო სპეციალური ავიაშოუ.
ღონისძიებას დაესწრნენ თელავისა და მიმდებარე სოფლების სკოლის მოსწავლეები. -
სამეცნიერო პიკნიკი ქუთაისში
მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, ყველაზე უჩვეულო სამეცნიერო პიკნიკი, თბილისისა და თელავის შემდეგ, ქუთაისის ცენტრალურ პარკში გაიმართა.
პიკნიკზე წარმოდგენილი “საბავშვო მეცნიერებისა” და “ინოვაციური პროექტების” გამოფენები ყველა ასაკის ბავშვის ინტერესებზე იყო მორგებული. დამთვალიერებლებმა უამრავი საინტერესო სამეცნიერო ექსპერიმენტი და გამოგონება იხილეს, იყო გამოფენები, პრეზენტაციები, პერფომანსები, სახალისო ცდები ქიმიიდან, ფიზიკიდან, ბიოლოგიიდან და ა.შ. მოზარდებს შესაძლებლობა ჰქონდათ თავად ჩაეტარებინათ მსგავსი ექსპერიმენტები და მათთვისაც თვალსაჩინო გამხდარიყო ბევრი მანამდე ამოუხსნელი მოვლენა. და ბოლოს, პიკნიკში მონაწილეობდა ერთ-ერთი გამორჩეული მონაწილე – ბრიტანული სამეცნიერო შოუ.
ღონისძიებას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია დაესწრო.