ფესტივალის კონცეფცია

Home / ფესტივალის კონცეფცია

მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი – 2017

 მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის თარიღი: 24 სექტემბერი – 8 ოქტომბერი, 2017

მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის მნიშვნელობა:

2015 წელს მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო კვირეულით მასშტაბურად და საყოველთაოდ პირველად აღინიშნა მეცნიერებისა და სტუდენტების საერთაშორისო დღეები, ხოლო 2016 წლიდან საფუძველი ჩაეყარა მნიშვნელოვან ტრადიციას, რომელიც 2017 წელსაც გაგრძელდება. ჩვენი ქვეყანა კვლავ უმასპინძლებს მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალს და შეუერთდება მსოფლიოს იმ წამყვანი ქვეყნების რიცხვს, სადაც ანალოგიური ფესტივალები ტარდება.

მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის მიზნები:

  • სამეცნიერო კვლევებისა და ინოვაციების პოპულარიზაცია;
  • სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტების დაინტერესება სამეცნიერო კვლევებითა და ინოვაციებით;
  • ქვეყნის სამეცნიერო და ინოვაციური პოტენციალის წარმოჩენა;
  • ქართველ და უცხოელ მკვლევართა მიღწევების გაცნობა ფართო საზოგადოებისათვის;
  • საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება;
  • მკვლევართა მოტივაციის ზრდა;
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის დაახლოება.

მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის მონაწილეები:

მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს და უცხოეთის სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტებს, სამეცნიერო-კვლევით ცენტრებს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას, საქართველოსა და მსოფლიოს წამყვან მუზეუმებს, გამომცემლობებს, ბიბლიოთეკებს, აგრეთვე მეცნიერებისა და ხელოვნების სფეროს ქართველ და უცხოელ წარმომადგენლებს და სხვ. ფესტივალის მონაწილეთა და ღონისძიებათა შერჩევა მოხდება კონკურსის საფუძველზე, ქართველი და უცხოელი ექსპერტებისგან შემდგარი საერთაშორისო კომისიის მიერ.

მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ღონისძიებები:

კონფერენცია, საჯარო ლექცია, სემინარი, ტრენინგი, ვორკშოპი, პრეზენტაცია, სამეცნიერო-პოპულარული ექსპერიმენტი, გამოფენა, პერფორმანსი, წარმოდგენა, სამეცნიერო-პოპულარული ლექცია-სემინარი, ღია კარის დღე, სამეცნიერო კაფე, სამეცნიერო შოუ, კონკურსი, ვიქტორინა, სპეციალური ღონისძიებები სკოლის მოსწავლეებისთვის  და სხვ.

მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ჩატარების ადგილი:

საქართველოს სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების, საქართველოს ეროვნული მუზეუმის შესაბამისი სივრცეები, ბიბლიოთეკები, სასტუმრო, სახელოვნებო, საგამოფენო და სპორტული კომპლექსები და სხვ.

მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის დაფინანსება:

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და/ან სხვა რომელიმე სახელმწიფო უწყების უშუალო მონაწილეობითა და ორგანიზებით განხორციელებული ღონისძიება დაფინანსდება ფესტივალის ბიუჯეტიდან. სხვა საფესტივალო ღონისძიებების დაფინანსება მოხდება შესაბამისი ღონისძიების ორგანიზატორი ორგანიზაციის/ორგანიზაციების მიერ.

მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის პრიორიტეტები:

მონაწილეთა შერჩევის დროს უპირატესობა მიენიჭება ღონისძიებებს, რომლებიც შეესაბამება  სამეცნიერო ფესტივალის შემდეგ თემატურ პრიორიტეტებს:

  • საინფორმაციო ტექნოლოგიები, უმაღლესი განათლება და მეცნიერება;
  • ბიზნესი, ეკონომიკა და მეცნიერება;
  • კონფლიქტები და მეცნიერება;
  • ინკლუზია და მეცნიერება;
  • ნიკოლოზ ბარათაშვილის 200 წლის იუბილე;
  • ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილე;
  • ლადო ასათიანის 100 წლის იუბილე;
  • ფელიქს დერელის მიერ ბაქტერიოფაგების აღმოჩენის 100 წლისთავი;
  • ქალები მეცნიერებაში
  • ქართული ანბანი – იუნესკოს კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში;
  • ქართველი მეცნიერების წვლილი მსოფლიო მეცნიერების განვითარებაში (ბოლო 5 წლის განმავლობაში);

ფესტივალის პრიორიტეტად რჩება:

  • სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტების სამეცნიერო პროცესებში ჩართულობის ამსახველი ღონისძიება;
  • ინტერდისციპლინურობა და კლასტერულობა;
  • აქტუალური სამეცნიერო შინაარსის მქონე, ვიზუალურად ეფექტური, საფესტივალო და სადღესასწაულო განწყობის შემქმნელი ღონისძიება;
  • სამეცნიერო ღონისძიება შოუს ელემენტებით;
  • სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და/ან სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მიერ ერთობლივად განსახორციელებელი ღონისძიებები.

მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის მნიშვნელოვანი ვადები:

ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმის გამოქვეყნება http://tbilisisciencefestival.ge/  ფესტივალის ვებგვერდზე: 28 თებერვალი

მონაწილეთა მიერ საფესტივალო განაცხადის და ტექნიკური აღწერილობის წარდგენა ელექტრონულად სარეგისტრაციო ფორმის შესაბამისად: 31 მარტი(დაგვიანებით წარმოდგენილი განაცხადები არ მიიღება)

გადაწყვეტილების მიღება საერთაშორისო კომისიის მიერ: 28 აპრილი

სამეცნიერო ფესტივალი: 24 სექტემბერი – 8 ოქტომბერი

სამეცნიერო ფესტივალის საკონტაქტო პირი:

ფესტივალის პროგრამა: თეა ტარიელაშვილი, 5 77 67 10 87, ttarielashvili@mes.gov.ge