მნიშვნელოვანი ღონისძიებები

Home / მნიშვნელოვანი ღონისძიებები

 

24 სექტემბერი

  • 12:00 – ფესტივალის საზეიმო გახსნა
  • 12:00-18:00 –
    • „საბავშვო მეცნიერება“ – სახალისო ექსპერიმენტები, თამაშები, ვიქტორინები, გამოფენები, პრეზენტაციები და სხვა ღონისძიებები მოსწავლეებისთვის
    • 13:00 და 16:00 – ბრიტანული სამეცნიერო-პოპულარული შოუ სკოლის მოსწავლეებისთვის
    • „ინოვაციური პროექტების გამოფენა“ – უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების მიერ წარმოდგენილი უახლესი სამეცნიერო გამოცემებისა და ინოვაციური პროექტების გამოფენა

ორგანიზატორი: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

მისამართი: თბილისი, რიყის პარკი

 

25 სექტემბერი

  • 14:00-18:00 – სამეცნიერო პიკნიკი თელავში

ორგანიზატორი: იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

მისამართი: თელავი, ცენტრალური მოედანი

 

26 სექტემბერი

  • 11:00-19:00 – ქართული ანბანის დღე – ღონისძიება მოიცავს ქართული ანბანის თემაზე კონფერენცია-სემინარებს, საჯარო ლექცია-პრეზენტაციებს, გამოფენებს, პერფორმანსებს:

o          12:00 – ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის გამოფენის გახსნა – „ქართული ხელნაწერი“ – წარმოდგენილი იქნება ქართული დამწერლობის უნიკალური ნიმუშები (ორიგინალები), რომელთა ქრონოლოგიური ჩარჩო მოიცავს X-XVIIსს.

o          13:00 – ვიდეოპროექტის “ხელნაწერები არ იწვიან” პრეზენტაცია. წარმოდგენილი იქნება ქართველი მწერლების და საზოგადო მოღვაწეების ვიდეოგამოსვლები ქართულ ანბანზე, ხელნაწერებისა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის შესახებ – თამარ ჭოხონელიძე

o          11:00 – სემინარი: „ქართული დამწერლობა – კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა“ – ორგანიზატორი: სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

o          12:00 – საჯარო ლექცია/პრეზენტაციები – ორგანიზატორი: ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

o          „ქართული ანბანი – სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“ – ასოც. პროფ. ლელა ციხელაშვილი

o          „ქართული ანბანი – იუნესკოს კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდერობის ნუსხაში“ – გ. გოგოლაშვილი, ავთ. არაბული. კ. ნაცვლიშვილი

o          „ქართული ანბანის დღე“ – ლექცია; გამოფენა; ფილმის ჩვენება

o          14:00 – „მსოფლიოში უნიკალური ანბანი“ – ორგანიზატორი: ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი ღონისძიება მოიცავს რატი ამაღლობელის საჯარო ლექციას, 33 თანამედროვე ქართველი მწერლის ანბანისადმი მიძღვნილი კრებულის პრეზენტაციას, GAU-ს IT ლაბორატორია GeoLab-ის მიერ ახალი ქართული შრიფტების პრეზენტაციას, პანტომიმის სახელმწიფო თეატრის დასის მონაწილეობით ეტიუდს ქართული ანბანის შექმნის თემაზე)

o          16:00 – ქართული ანბანი ქართულ ხელოვნებაში – ანბანის თემაზე შექმნილი ტანსაცმლის და ფეხსაცმლის კოლექციის პრეზენტაცია – ორგანიზატორი: აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

o          17:00 – საზეიმო კონცერტი

ორგანიზატორი: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

მისმართი: თბილისი, მ. ალექსიძის 1/3, მ. ალექსიძის 1/4

  • 14:00 – ნიკოლოზ ბარათაშვილის 200 წლის იუბილისადმი მიძღვნილი კვირეული – ღონისძიება მოიცავს ნიკოლოზ ბარათაშვილის ავტოგრაფული ნუსხების გამოფენას „ნიკოლოზ ბარათაშვილი – 200“ და აკა მორჩილაძის საჯარო ლექციას: „ტატოს ცხოვრება“

ორგანიზატორი: კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

მისამართი: თბილისი, გ. ჭანტურიას #8, გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის საგამოფენო დარბაზი

 

27 სექტემბერი

  • 14:00-18:00 – სამეცნიერო პიკნიკი ქუთაისში

ორგანიზატორი: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

მისამართი: ქუთაისი, ცენტრალური პარკი

  • 14:00 – ნიკოლოზ ბარათაშვილის 200 წლის იუბილისადმი მიძღვნილი კვირეული – ღონისძიება მოიცავს ნიკოლოზ ბარათაშვილის ავტოგრაფული ნუსხების გამოფენას „ნიკოლოზ ბარათაშვილი – 200“ და საჯარო ლექციას: „ნიკოლოზ ბარათაშვილის პორტრეტი“ – ლევან თაქთაქიშვილი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი

ორგანიზატორი: კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

მისამართი: თბილისი, გ. ჭანტურიას #8, გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის საგამოფენო დარბაზი

  • 14:00-16:00 – ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილისადმი მიძღვნილი კვირეული – ღონისძიება მოიცავს ილია ჭავჭავაძის ავტოგრაფული ნუსხების გამოფენას „ილია ჭავჭავაძე – 180“, ხელნაწერთა ცენტრის მეცნიერ-თანამშრომლის ესმა მანიას საჯარო ლექციას „ორი სხვადასხვა ტიპის წყარო და ილიას პორტრეტი“, დიდაქტიკურ თამაშს სკოლის მოსწავლეებისთვის „არქივისტი“ – პედაგოგიკის დოქტორი ირინე გოგონაია, ხელნაწერთა ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ვლადიმერ კეკელია

ორგანიზატორი: კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

მისამართი: თბილისი, მ. ალექსიძის 1/3

 

28 სექტემბერი

  • 09:30 – ინკლუზიური განათლების საკითხებისადმი მიძღვნილი ღონისძიება – ღონისძიება მოიცავს

o          პარაორკესტრის კონცერტი, შშმ პირების მიერ შექმნილი ნახატების გამოფენა;

o          სემინარი „ინკლუზიური განათლება უმაღლეს საგანმანათლებლო სისტემაში“ – ორგანიზატორი: სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

o          პრეზენტაციები: “სწავლის სიძნელეების მქონე სტუდენტთა მხარდამჭერი ფორმების შემუშავება და დანერგვა საქ. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ევროკავშირის პროექტის DARE-ს ფარგლებში – თამარ შინჯიაშვილი

o          “სტუდენტები დასწავლის სირთულეებით” – თინათინ ჭინჭარაული

o          „უნივერსიტეტებში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტების მხარდამჭერი სერვისების განვითარება“ – მაია წულაძე

o          „აუდიო პედაგოგიკის სამაგისტრო პროგრამა – ნინო ცინცაძე

o          „სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების სტუდენტთა ხელშეწყობა და მიდგომები უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში“ – ირმა ქურდაძე

o          „შემოქმედებითი გარემო – ინკლუზიური განათლების მნიშვნელოვანი კომპონენტი“ – მაია ფირჩხაძე

o          ინკლუზიური სკოლამდელი განათლებისა და თანამედროვე რეაბილიტაცია-აბილიტაციის განვითარება იმერეთში – ორგანიზატორი: აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

o          16:00-17:00 – ინკლუზია და საზოგადოება – ფილმის ჩვენება და დისკუსია -“ორი ბორბალი”, რეჟისორი – ირაკლი დონაძე, 2016 წ. მოკლემეტრაჟიანი დრამა – ორგანიზატორი: ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

o          17:00 – 18:00 – პრეზენტაცია და ფილმის ჩვენება: ინკლუზიური განათლების თანამედროვე მიდგომები – ორგანიზატორი: აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ორგანიზატორი: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

მისამართი: თბილისი, სასტუმრო (დაზუსტდება)

  • 14:00-16:00 – ნიკოლოზ ბარათაშვილის 200 წლის იუბილისადმი მიძღვნილი კვირეული – ღონისძიება მოიცავს ნიკოლოზ ბარათაშვილის ავტოგრაფული ნუსხების გამოფენას „ნიკოლოზ ბარათაშვილი – 200“, ისტორიის დოქტ. ლაშა ბაქრაძის საჯარო ლექციას „ნიკოლოზ ბარათაშვილის პოეზიის თარგმანთან დაკავშირებული პრობლემები“, მასტერ კლასს მასწავლებლებისათვის: „ბარათაშვილი და რომანტიზმის ეპოქა რატომ არის აუცილებელი ინტეგრაცია ისტორიასთან რომანტიზმის სწავლებისას?“ – ფილოლოგიის დოქტორი ია ღადუა, №43 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი ნინო აბულაძე

ორგანიზატორი: კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი და გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი

მისამართი: თბილისი, გ. ჭანტურიას #8, გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის საგამოფენო დარბაზი

  • 14:00-16:00 – ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილისადმი მიძღვნილი კვირეული – ღონისძიება მოიცავს ილია ჭავჭავაძის ავტოგრაფული ნუსხების გამოფენას „ილია ჭავჭავაძე -180“, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის ქეთევან ხითარიშვილის საჯარო ლექციას: „ილია ჭავჭავაძის მიმოწერა – XIX საუკუნის საზოგადოებრივი ყოფის ამსახველი წყარო“, დიდაქტიკურ თამაშს სკოლის მოსწავლეებისთვის „არქივისტი“ – ირინა გოგონაია, პედაგოგიკის დოქტორი, ხელნაწერთა ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ვლადიმერ კეკელია

ორგანიზატორი: კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

მისამართი: თბილისი, მ. ალექსიძის 1/3

 

29 სექტემბერი

  • 14:00-18:00 – სამეცნიერო პიკნიკი ბათუმში

ორგანიზატორი: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

მისამართი: ბათუმი, ნინოშვილის 35

  • 14:00-16:00 – ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილისადმი მიძღვნილი კვირეული – ღონისძიება მოიცავს ილია ჭავჭავაძის ავტოგრაფული ნუსხების გამოფენას „ილია ჭავჭავაძე – 180“, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის მაია ნინიძის საჯარო ლექციას: „მოდით, ერთად დავათარიღოთ” (ილია ჭავჭავაძის პირადი წერილების დათარიღებისა და ტექსტის დადგენის საკითხები), დიდაქტიკურ თამაშს სკოლის მოსწავლეებისთვის „არქივისტი“ – პედაგოგიკის დოქტორი ირინა გოგონაია, ხელნაწერთა ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ვლადიმერ კეკელია

ორგანიზატორი: კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

მისამართი: თბილისი, მ. ალექსიძის 1/3

  • 15:00-18:00 – ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის დღე. ღონისძიება მოიცავს თსუ-ში SMART|AtmoSim_Lab ლაბორატორიის საზეიმო გახსნას და სამეცნიერო მოხსენებებს.

ორგანიზატორი: ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

მისამართი: თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 3, თსუ მე-2 კორპუსი, 258-ე ოთახი, SMART | AtmoSim_Lab; თსუ პირველი კორპუსი, 107-ე აუდიტორია

 

30 სექტემბერი

  • 14:00-18:00 – სამეცნიერო პიკნიკი გორში

ორგანიზატორი: გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

მისამართი: გორი, ახალბაღი

  • 11:00 – ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი

ორგანიზატორი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მისამართი: თბილისი, ვაკის პარკი

  • 18:00 – სტუდენტური პერფორმანსი: „ერთი ლექსის საღამო“ – სტუდენტური პროექტის დასკვნითი ღონისძიება

ორგანიზატორი: საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი

მისამართი: თბილისი, რუსთველის #19

 

1 ოქტომბერი

  • 14:00 – საზეიმო ღონისძიება ზუგდიდის პარკში

ორგანიზატორი: შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი

მისამართი: ზუგდიდის პარკი

  • 18:00 – „ცისა ფერს“ – პროექტი ეძღვნება ნიკოლოზ ბარათაშვილის 200 წლის იუბილეს

ღონისძიება მოიცავს ბლოგების კონკურსს სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის; სტუდენტურ პერფორმანსს; ნიკოლოზ ბარათაშვილის ხელნაწერთა გამოფენას

ორგანიზატორი: ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი

მისამართი: თბილისი, მ. ალექსიძის #10

 

2 ოქტომბერი

  • 14:00-18:00 – სამეცნიერო პიკნიკი ახალციხეში

ორგანიზატორი: სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

მისამართი: ახალციხე, ახალციხის ციხე

 

3 ოქტომბერი

  • აგრარული მეცნიერების დღე – ღონისძიება მოიცავს აგრარული მეცნიერების თემაზე კონფერენცია-სემინარებს, საჯარო ლექცია-პრეზენტაციებს, გამოფენებს:

o          10:00 – კონფერენცია: ’’თანამედროვე საგანმანათლებლო პროგრამები აგრობიზნესის განვითარების ხელშესაწყობად’’ – ორგანიზატორი: აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი, კავკასიის უნივერსიტეტი სსიპ სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო, სსიპ სოფლის მეურნეობის ღვინის ეროვნული სააგენტო, სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი ,,გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“

o          10:00 – სემინარი: “აგრარული სექტორის საინჟინრო – ტექნიკური მომსახურების სრულყოფა” – ორგანიზატორი: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

o          10:00 – საჯარო ლექცია/პრეზენტაციები – ორგანიზატორი: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია. განსახილველი თემები:

o          10:00 – „ნანოტექნოლოგიები აგრარულ სექტორში“ – აკადემიკოსი ავთანდილ კორახაშვილი

o          11:00 – „საქართველოს სოფლის მეურნეობის ინტეგრაცია მსოფლიო აგრარულ სფეროში“ – აკადემიის წევრ-კორ. ალექსანდრე დიდებულიძე

o          12:00 – „ქართული ვაზი, მისი როლი და მნიშვნელობა მსოფლიო მევენახეობის ისტორიაში“ – მეცნ. დოქტ. ია ფიფია

o          13:00 – „ქართული ხორბლებისა და მათი წინამორბედების გენეტიკური შესწავლა“- მეცნ. დოქტ. მარი გოგნიაშვილი

o          10:00 – საჯარო ლექცია/პრეზენტაციები – ორგანიზატორი: საქართველოს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი

o          „ზოოანთროპონოზური ინვაზიური დაავადებების ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესახებ და მათი აღმძვრელებით ადამიანის დაავადების რისკ-ფაქტორების თაობაზე“

o          „თუთის აბრეშუმხვევიას გენოფონდის შენარჩუნების მნიშვნელობისა და გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“

o          „სარძეო და სახორცე მეძროხეობის განვითარების პერსპექტივები საქართველოში”

o          „ვირუსები უტევენ მოსავალს“

o          „აგროწარმოების კარგი პრაქტიკა – GLOBAL GAP”

o          10:00 – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სასტენდო გამოფენები – „სიმინდის ახალი ჯიში „სახამებლიანი შავი” და „შვრიის ახალი ჯიში „არგო“, ლობიოს ახალი ჯიშები: ,,კუტი საპარკე’’, ,, წილკანი,’’  ,,მოსავლიანი‘’, „საპარკე“, ხახვის ჯიში – ,,საშემოდგომო’’, ნიორის ჯიში- ,,ხანდო’’, კარტოფილის ჯიში- ,,დიკო’’.

ორგანიზატორი: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

მისამართი: თბილისი, დ. გურამიშვილის გამზ#17, სტუ აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტი

 

4 ოქტომბერი

  • 14:00-18:00 -სამეცნიერო პიკნიკი სენაკში

ორგანიზატორი: შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

მისამართი: სენაკი, მშვიდობის ქ. #192

 

5 ოქტომბერი

  • 11:00 – ლადო ასათიანის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიება –

o          საჯარო ლექცია – „ლადო ასათიანის საქართველო“ – ასოც. პროფ. სალომე ომიაძე – ორგანიზატორი: ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

o          საჯარო ლექცია – „ლადო ასათიანი 100“ – პროფ. ქეთევან შენგელია – ორგანიზატორი: ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი

o          სტუდენტური კონფერენცია  – „ჭაბუკებად დარჩნენ მარად“ – ორგანიზატორი: ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი

o          ლიტერატურული ვიქტორინა სკოლის მოსწავლეებისთვის – ლადო ასათიანის ცხოვრება და შემოქმედება“ – ორგანიზატორი: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

o          ლიტერატურული საღამო და სამეცნიერო დისკუსია – „ლადო ასათიანი 100“ – ორგანიზატორი: ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტი

ორგანიზატორი: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

მისამართი: თბილისი, ჭავჭავაძის 53ა, ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი

 

6 ოქტომბერი

  • 10:00-14:00 – „განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტთა დასაქმების ფორუმი”

ორგანიზატორი: განათლების საერთაშორისო ცენტრი

მისამართი: თბილისი, წერეთლის 118, “ექსპო ჯორჯია”, მესამე პავილიონი

  • 11:00 – ეკოლოგიის საკითხებისადმი მიძღვნილი ღონისძიება

ორგანიზატორი: გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

მისამართი: თბილისი, უზნაძის #52, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, სააქტო დარბაზი