ამერიკულ-ქართული კლინიკა მედიკალ ჰაუსის საკონფერენციო დარბაზში V საერთაშორისო კონფერენცია „ტკივილის მულტიდისციპლინური მართვა-თანამედროვე მიდგომები“-ს საორგანიზაციო კომიტეტის სხდომა ჩატარდა.
მეცნიერების და ინოვაციების ფესტივალი-2019-ის ფარგლებში ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი, საქართველოს სამედიცინო სპეციალობების ასოციაცია (GAMS) და დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი, ი.ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მხარდაჭერით იგეგმება V საერთაშორისო კონფერენცია „ტკივილის მულტიდისციპლინური მართვა-თანამედროვე მიდგომები“ წამყვანი უცხოელი და ქართველი სპეციალისტების მონაწილეობით ჩატარება.
კონფერენცია კარგი მაგალითია, თუ როგორ შეიძლება კვლევისა და გამოყენებითი მეცნიერების კლინიკურ პრაქტიკასთან დაკავშირება.
საორგანიზაციო კომიტეტის სხდომის მსვლელობისას ბევრი მნიშნელოვანი საკითხი გადაიჭრა.