სიახლეები

მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის საორგანიზაციო კომისიის სხდომა

By September 11, 2019 September 25th, 2019 No Comments

შოთა რუსთაველის საქართველოს  ეროვნული სამეცნიერო  ფონდის საკონფერენციო დარბაზში  მეცნიერების და ინოვაციების  საერთაშორისო    ფესტივალი -2019-ის  საორგანიზაციო  კომისიის  სხდომა გაიმართა, რომელსაც ფესტივალის მონაწილე ინსტიტუციების  წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ფესტივალის  საორგანიზაციო  კომისიის   ხელმძღვანელმა,  შოთა რუსთაველის საქართველოს  ეროვნული სამეცნიერო  ფონდის გენერალურმა დირექტორმა ზვიად გაბისონიამ ისაუბრა  ფესტივალის მოსამზადებელ სამუშაოებზე,  ფესტივალის პროგრამაში შეტანილ ცვლილებებზე, საზეიმო  გახსნისა და დახურვის მასშტაბურ ღონისძიებებზე, სხვა საორგანიზაციო  საკითხებზე,

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამმართველოს უფროსმა, ზაზა მარუაშვილმა,  სამინისტროს    წარმომადგენელმა თეა ტარიელაშვილმა ყურადღება გაამახვილეს ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებებთან  – სამეცნიერო პიკნიკებთან, კონფერენციებთან,  სხვა აქტივობებთან დაკავშირებულ თემატიკაზე,  დაზუსტდა ფესტივალის პროგრამა.

 

admin

Author admin

More posts by admin