სიახლეები

კვლევითი პროცესების იმპლემენტაცია MOODLE-LMS-ის გარემოში

By September 18, 2019 No Comments

,,მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი-2019“-ის ფარგლებში იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში,  ტრენინგი ,,კვლევითი პროცესების იმპლემენტაცია MOODLE-LMS-ის გარემოში“ ჩატარდა. ტრენინგის მიზანი MOODLE-LMS  სისტემის  ტექნოლოგიური  ინსტრუმენტების განხილვა და  კვლევის  პროცესში გამოყენება  იყო.

ტრენინგი თესაუს რექტორის მოადგილემ სამეცნიერო დარგში, ნუნუ გელდიაშვილმა, გახსნა და აღნიშნა, რომ უმაღლესი განათლების სფეროში MOODLE-LMS  სისტემა, როგორც სწავლისა და სწავლების მხარდამჭერი ტექნოლოგია, ფართოდაა   გამოყენებული სასწავლო  პროცესში და სწავლის მხარდამჭერ აქტივობებში, თუმცა თითქმის არაა შესწავლილი და გამოყენებული მკვლევარების მიერ.

ღონისძიებას ტრენინგის ავტორები: ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ინფორმატიკის მიმართულებით, მარიამ ზაქარიაშვილი და ტექნიკურ მეცნიერებათა მაგისტრი, უნივერსიტეტის მატერიალურ ფასეულობათა უფროსი ტექნიკოსი, ირაკლი ჭიჭაშვილი, უძღვებოდნენ.

სამუშაო შეხვედრას თესაუს  რექტორის მოადგილეეები, დეკანები და პროფესორ -მასწავლებლები დაესწრნენ. ტრენინგის მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.

 

admin

Author admin

More posts by admin