„მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2019″-ის ფარგლებში ქუთაისში სამეცნიერო პიკნიკი გაიმართა. ცენტრალურ ბაღში მისული დამთავლიერებლისათვის წარმოდგენილი იყო საინტერესო ქიმიური ექსპერიმენტები, სახალისო ცდები, ინტერაქციული გამოფენები, აწსუ მომავლის ინოვაციური ლაბორატორია – ATSU FabLab, ასევე, რობოტექნიკისა და მოდელირებული არქეოლოგიური გათხრების სტენდები, სამედიცინო ტექნიკის ახალი ხელსაწყოები, ვიქტორინები და კონკურსები. გარდა ამისა, გაიმართა სტუდენტების მიერ შექმნილი სამოსის დეფილე. ქართველმა დიზაინერმა ზვიად ციკოლიამ ფესტივალის სტუმრებისთვის საჯარო ლექცია „გზა წარმატებისკენ“ წაიკითხა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი როლანდ კოპალიანი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს უმეღლესი განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტის უფროსი ნინო წერეთელი და მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამმართველოს უფროსი ზაზა მარუაშვილი, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ზვიად გაბისონია, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ჭიღვარია, საქართველოს პარლამენტის წევრი, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი გენადი მარგველაშვილი და სხვა დაინტერესებული სტუმრები.
საქართველოს განათლების, მენციერები, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ქუთაისის მერიის ორგანიზებით გამართულ სამეცნიერო პიკნიკში მონაწილებდნენ საქართველოს წამყვანი უმაღლესი სასწავლებლები, იმერეთის რეგიონის საჯარო სკოლები და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები.
ქუთაისის სამეცნიერო პიკნიკი გალა კონცერტით და გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება.