სიახლეები

სამეცნიერო კონფერენცია “მიკრობები და მათი ვირუსები: ეკოლოგია, მრავალფეროვნება, გამოყენება”

By September 23, 2019 No Comments

„მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2019-ის“ ფარგლებში საერთაშორისო კონფერენცია “მიკრობები და მათი ვირუსები: ეკოლოგია, მრავალფეროვნება, გამოყენება” გაიხსნა. კონფერენციას, რომელიც 27 სექტემბრამდე გასტანს, გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიის და ვირუსოლოგიის ინსტიტუტი მასპინძლობს.

კონფერენციაში 19 ქვეყნის 100-ზე მეტი მეცნიერი მონაწილეობს. გახსნის დღეს ორი საჯარო ლექცია  გაიმართა. მოხსენება თემაზე “მიკრობული კულტურა, როგორც ადამიანის კულტურის ნაწილი” – შვეიცარელმა მეცნიერმა ჰარალდ ბრუსოვმა, ხოლო “ბაქტერიოფაგების აღმოჩენის ისტორიის გრაფიკულ მოთხრობად ქცევა სკოლის მოსწავლეებისათვის” ავსტრიელმა მეცნიერმა ჯერემი ბარმა წაიკითხა.

საჯარო ლექციებს საქართველოს სხვადასხვა უნივერიტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ, რომლებსაც საჩუქრად ჯერები ბარის კომიკსებით ილუსტრირებული სასწავლო წიგნი „ბაქტერიოფაგების აღმოჩენა“ გადაეცათ.

ლექციების შემდეგ ინსტიტუტის ეზოში გამოფენა “ჩვენი უხილავი თანამგზავრები” გაიმართა, რომელიც კონსტანტინე ვარდელის სახელობის სიმებიანი კვარტეტის კონცერტით დასრულდა.

კონფერენციის ფარგლებში 23-24 სექტემბერს ინსტიტუტში იმუშავებს რამდენიმე სექცია: ბაქტერიოფაგები და მათი სამედიცინო გამოყენება, მიკრობული ეკოსისტემები და მიკრობიომები, კლინიკური მიკრობიოლოგია და ეპიდემიოლოგია და მიკრობული ტექნოლოგიები. 26-27 სექტემბერს ჩატარდება ვორკშოფი „ახალი მიმართულებები ექტრემოფილების კვლევასა და ბიოტექნოლოგიაში“, რომელსაც ბერგენის უნივერსიტეტი (ნორვეგია) აფინანსებს.

კონფერენციის ორგანიზატორები და სპონსორები არიან: შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, გ. ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსლოგიის ინსტიტუტი, საქართველოს ზოგადი და გამოყენებითი მიკრობიოლოგიის ასოციაცია, ბერგენის უნივერსიტეტი, ევროპის აკადემიის ცენტრი და ერევნის სახლმწიფო უნივერსიტეტი.

კონფერენციის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე gagam.ge

admin

Author admin

More posts by admin