„მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი – 2019-ის“ ფარგლებში ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლაში ლექცია- “ქართული სამეცნიერო კვლევითი ცენტრები საზღვარგარეთ” გაიმართა. საჯარო ლექციას, რომელიც სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ნესტან სულავამ ჩაატარა, სკოლის უფროსკლასელები, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგები და სკოლის დირექცია ესწრებოდა.
ლექცია კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მოსწავლეებმა გამოთქვეს სურვილი, ჩამოაყალიბონ კვლევებით დაინტერესებულ მოსწავლეთა წრე, სადაც საჯარო ლექციებს სამცხე-ჯავახეთის უნივერიტეტის პროფესორ-მასწავლებლები წაიკითხავენ.