მეცნიერების და ინოვაციების ფესტივალი 2019 -ის ფარგლებში 23-25 სექტემბერს ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრში ტარდება ივ.ბერიტაშვილის საქართველოს ფიზიოლოგთა IV საერთაშორისო ყრილობა. ყრილობა ეძღვნება საქართველოში პირველი ფიზიოლოგიური ლაბორატორიის დაარსების 100 წლისთავს. ყრილობის მუშაობაში ფიზიოლოგების გვერდით მონაწილეობას მიიღებენ ფსიქოლოგები, ნევროლოგები, ფსიქიატრები, სპორტული მედიცინის და სამედიცინო რეაბილიტაციის წარმომადგენლები, თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, თელავის უნივერსიტეის ფიზოლოგები, აგრეთვე უცხოელი კოლეგები (უკრაინა, ბულგარეთი, შვედეთი, ავსტრია, პორტუგალია, ბელორუსია, სომხეთი, აზერბაიჯანი).
2019 წლის 6 აგვისტოს ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრში ჩატარდა კონფერენციის მოსამზადებელი სამუშაო შეხვედრა. შეხვედრას ესწრებოდნენ ყრილობის სამეცნიერო/საორგანიზაციო კომიტეტის წევრები: ნარგიზ ნაჭყებია – თავმჯდომარე, თანათავმჯდომარეები: ნოდარ მითაგვარია, დავით ნადარეიშვილი, საპატიო თავმჯდომარე გურამ ბექაია და ყრილობის სამდივნოს ხელმძღვანელი თამარ დომიანიძე.
შეხვედრაზე განხილული იქნა საორგანიზაციო საკითხები, დაისახა მომავალი სამუშაო ამოცანები და გეგმა. მიღებული იქნა გადაწყვეტილება – ყრილობის გახსნის დღეს 23 სექტემბერს 11.00 სთ. ჩატარდება საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გადაღებული ახალი დოკუმენტური ფილმის „ივანე ბერიტაშვილი“ ჩვენება-პრეზენტაცია, ცენტრში გაიხსნება ახალი საკონფერენციო დარბაზი. ყრილობის ფარგლებში, ქართველი და უცხოელი, მსოფლიოში ფართოდ ცნობილი, მეცნიერები სტუდენტებისთვის და ფართო საზოგადოებისთვის ჩაატარებენ საჯარო ლექციებს.