Warning: include(): Filename cannot be empty in /tmp/theme_temp_setup1Pg7mX on line 670

Warning: include(): Failed opening '' for inclusion (include_path='.:/usr/local/lib/php') in /tmp/theme_temp_setup1Pg7mX on line 670

Warning: include(): Filename cannot be empty in /tmp/theme_temp_setup1Pg7mX on line 759

Warning: include(): Failed opening '' for inclusion (include_path='.:/usr/local/lib/php') in /tmp/theme_temp_setup1Pg7mX on line 759

Warning: include(): Filename cannot be empty in /tmp/theme_temp_setup1Pg7mX on line 1344

Warning: include(): Failed opening '' for inclusion (include_path='.:/usr/local/lib/php') in /tmp/theme_temp_setup1Pg7mX on line 1344
დავით კაკაბაძე Google-ის უდიდეს გამომგონებელთა შორის – sif.ge
სიახლეები

დავით კაკაბაძე Google-ის უდიდეს გამომგონებელთა შორის

By September 24, 2019 No Comments

„მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი – 2019-ის“ ფარგლებში საერთაშორისო პროექტის „ცდა მსოფლიოსთვის“ (Once Upon a Try) პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც ქართველი მხატვრისა და გამომგონებლის დავით კაკაბაძის სამეცნიერო მოღვაწეობას მიეძღვნა. პროექტი ხელოვნების სასახლისა და მსოფლიოს უდიდესი კულტურული გაერთიანების Google Cultural Institute-ის ურთიერთთანამშრომლობის შედეგად განხორციელდა და მისი პრეზენტაცია საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. „ცდა მსოფლიოსთვის“ იმ მეცნიერულ მიღწევებსა და გამოგონებებს აერთიანებს, რომლებმაც დღევანდელობა შექმნეს და რომელებიც NASA-სა და CERN-ის საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად სმითსონიანის (Smithsonian National Air and Space Museum), ამბროსიანას (Ambrosiana) და სხვა მსოფლიო დონის მუზეუმებშია წარმოდგენილი. 23 ქვეყნის 110-ზე მეტი მუზეუმი მსოფლიო აუდიტორიას მოძრავი კინოს პიონერისა და მსოფლიოში პირველი კინოსტუდიის დამაარსებლის – ჟორჟ მილიეს (Georges-Jean Méliès) შესახებ, ასევე, 1989 წელს ტიმ ბერნერს-ლის (Tim John Berners-Lee) მიერ შექმნილ მსოფლიო აბლაბუდაზე (WorldWideWeb), ორბიტაზე გატანილი კოსმოსური ტელესკოპის – ჰაბლისა (Hubble Space Telescope) და სხვა მრავალი მსოფლიო მნიშვნელობის აღმოჩენასა თუ მიღწევაზე მოგვითხორობს. პრეზენტაციაზე საუბარი შეეხო მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური სახელოვნებო გაერთიანების Google Cultural Institute-ის როლს კულტურათაშორისი კომუნიკაციების განვითარებაში. დამსწრე საზოგადოება ასევე გაეცნო ინფორმაციას, თუ როგორ გახდა ხელოვნების სასახლე ორგანიზაციის პირველი და ერთადერთი ოფიციალური პარტნიორი საქართველოში.

admin

Author admin

More posts by admin