სიახლეები

სემინარი „ლაბორატორიული მედიცინა და პაციენტთა უსაფრთხოება“

By September 24, 2019 September 25th, 2019 No Comments

„მეცნიერებისა და ინოვაიების ფესტივალი 2019-ის“ ფარგლებში პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიაში სემინარი „ლაბორატორიული მედიცინა და პაციენტთა უსაფრთხოება“ გაიმართა. სემინარზე მოხსენება ქართველ მეცნიერებთან ერთად როტერდამის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის, ბრანდენბურგის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტისა და ოდინბურგის კლინიკის გულ-სისხლძარღვთა განყოფილების წარმომდგენლებმა გააკეთეს.

ლაბორატორიული მედიცინა უკიდურესად რთული და კომპლექსური დარგია, რომელიც არც ისე უსაფრთხოა. აღნიშნული სფერო მანუალური და სისტემური შეცდომების მაღალი სიხშირით ხასიათდება. ლაბორატორიული მედიცინის აქტუალური საკითხია ხარისხის კონტროლის მეთოდები და შეფასების პროგრამები, რისკების მართვა და პაციენტების უსაფრთხოებია – სემინარის ფარგლებში ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხზე გაიმართა დისკუსია. ღონისძიებას ქართველ და უცხოელ მეცნიერებთან ერთად სასწავლებლის აკადემიური პერსონალი და სტუდენტები ესწრებოდნენ.

admin

Author admin

More posts by admin