Warning: include(): Filename cannot be empty in /tmp/theme_temp_setupR07Ybf on line 670

Warning: include(): Failed opening '' for inclusion (include_path='.:/usr/local/lib/php') in /tmp/theme_temp_setupR07Ybf on line 670

Warning: include(): Filename cannot be empty in /tmp/theme_temp_setupR07Ybf on line 759

Warning: include(): Failed opening '' for inclusion (include_path='.:/usr/local/lib/php') in /tmp/theme_temp_setupR07Ybf on line 759

Warning: include(): Filename cannot be empty in /tmp/theme_temp_setupR07Ybf on line 1344

Warning: include(): Failed opening '' for inclusion (include_path='.:/usr/local/lib/php') in /tmp/theme_temp_setupR07Ybf on line 1344
,,ვისწავლოთ და ვიკვლიოთ ერთად“ სტუდენტთა და მოსწავლეთა სამეცნიერო კონფერენცია – sif.ge
სიახლეები

,,ვისწავლოთ და ვიკვლიოთ ერთად“ სტუდენტთა და მოსწავლეთა სამეცნიერო კონფერენცია

By September 27, 2019 No Comments

„მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2019-ის“ ფარგლებში თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით, სტუდენტთა და მოსწავლეთა სამეცნიერო კონფერენცია ,,ვისწავლოთ და ვიკვლიოთ ერთად“ გაიმართა.

კონფერენციის ნაშრომების თემატიკა, რომლებიც ერთობლივი კვლევის შედეგად, თესაუს სტუდენტებმა და საჯარო სკოლების მოსწავლეებმა წარადგინეს, ნიკოლოზ ბარათაშვილის პოეტურ პორტრეტს, სულხან-საბა ორბელიანის ჰომილიებს, ქართული მოდერნიზმის ძირითად მახასიათებლებს და სხვა თემატიკას შეეხებოდა.

კონფერენციას უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ქართული ფილოლგიის დეპარტამენტის პროფესორი ნინო კოჭლოშვილი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო გიორგაძე, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და მოსწავლეები ესწრებოდნენ.

შეხვედრის ბოლოს ღონისძიების მონაწილეებმა მუსიკალური ნომრები შეასრულეს.

ღონისძიების დასასრულს, კონფრენციის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.

admin

Author admin

More posts by admin