გამოფენა „კავკასიის ნამარხი ზღვის ძუძუმწოვრები“

Home / პრეს ცენტრი / გამოფენა „კავკასიის ნამარხი ზღვის ძუძუმწოვრები“

25 სექტემბეს, მეცნიერებისა და ინოვაციების თბილისის ფესტივალის ფარგლებში საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გაიხსნა გამოფენა „კავკასიის ნამარხი ზღვის ძუძუმწოვრები“. გამოიფინა საქართველოს მუზეუმის კოლექციებში დაცული ზღვის ძუძუმწოვრების უნიკალური ნამარხი ნიმუშების ორიგინალები: მსოფლიოში უძველესი კაშალოტი (Ferecetotherium kelloggi ), დედამიწაზე უძველესი დელფინის ნაშთები (Oligodelphis azebajdzanicus), ევროპაში უძველესი უკბილო ვეშაპები (Otradnocetus virodovi, Imerocetus karaganicus), და სხვა ნიმუშები, მათ შორის, ზღვის ძროხებისა და სელაპების ნამარხები;  ასევე თანამედროვე სახეობების ფიტულები და ჩონჩხები, რომლებიც დღეს კასპიის, შავ და აზოვის ზღვებში გვხვდება. თანამედროვე ფორმებს შორის მცირე ზოლიანი ვეშაპის Balaenoptera acutorostrata ჩონჩხიც, რომელიც ბათუმში 1880 წელსგამოირიყა, ეს ამ ვეშაპის შავ ზღვაში შემოსვლის ერთადერთი დოკუმენტირებული შემთხვევაა. ბანერებზე მოთხრობილი იქნება ზღვისძუძუმწოვრების ევოლუციაზე და კავკასიის ნამარხი ფორმების შესახებ; ვეშაპისმაგვართა წყლის გარემოში ადაპტაციების(თერმორეგულაციის, დიდ სიღრმეებზე ყვინთვის, ძილის, ექოლოკაციის და ..) თაობაზე; ასევე, იმ ბიომიმიკურ ტექნოლოგიებზე,რომლებიც ზღვის ძუძუმწოვრებთან ანალოგიებს ემყარება.

Related Posts
April 2024
M T W T F S S
« Sep    
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

ăn dặm kiểu NhậtResponsive WordPress Themenhà cấp 4 nông thônthời trang trẻ emgiày cao gótshop giày nữdownload wordpress pluginsmẫu biệt thự đẹpepichouseáo sơ mi nữhouse beautiful