გამოფენა „ქვის ხანა საქართველოში“

Home / პრეს ცენტრი / გამოფენა „ქვის ხანა საქართველოში“

21 სექტემბერს, მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში გაიხსნა გამოფენა „ქვის ხანა საქართველოში“. გამოიფინასაქართველოს  ტერიტორიაზე აღმოჩენილი ძველი ქვის ხანის არქეოლოგიური ძეგლების მასალა – 1.8 მლნ. წ. დმანისელი Homo erectus-დან  Homo Sapiensi-მდე; დმანისის ნამარხი მეხუთე თავის ქალის D4500  ორიგინალი; მსოფლის სხვადასხვა ტერიტორიაზე აღმოჩენილი Homo-ს  ნამარხი ნაშთების ასლები,  ადამიანის ევოლუციური სკალა და მიგრაციის გზები; Java Man, Homo erectus erectus-ის ორიგინალი, რომელიც სპეციალურად ამ გამოფენისთვის დროებით გადმოეცემა საქართველოს ეროვნულ მუზეუმს ჰოლანდიის ქ. ლაიდენის ბუნების მუზეუმიდან; ექსპოზიციაზე ვიტრინებში გამოფენილია პირველყოფილი ადამიანის ნამარხი ნაშთები, მათი თანამდევი ფაუნის ნამარხი ასლები და ორიგინალები, ქვისა და ძვლის იარაღების ორიგინალები და ხელოვნების მცირე ფორმის ნიმუშები. ბანერებით და რუკებით მოკლედ მოთხრობილია ადამიანის ევოლუცია, მიგრაციის გზები, ფლორისა და ფაუნის ცვლილება, ქვის დამუშავების ტექნოლოგია, შიდათემური ურთიერთობები. დარბაზში ნაჩვენები იქნება ფილმები – დმანისის უნიკალური აღმოჩენები, მათი შესაწავლის ისტორია, National Geographic-ის ფილმი დმანისზე, Hominin-ის სკულპტურული რეკონსტრუქციის პროცესი, ქვის დამუშავების ოლდუვაური, აშელური, მუსტიერული და ზედაპალეოლითური ტექნოლოგიები. დიორამა 1 –  1.8 მლნ. წ. დმანისის ლანდშაფტი და აღდგენილი დმანისელი მოზარდი გოგონას სკულპტურა. დიორამა 2 – ზედაპალეოლითური ხანის მღვიმური ძეგლის „ინტერიერი“ – ფაუნა და ადამიანის სამარხი.

Related Posts
April 2024
M T W T F S S
« Sep    
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

ăn dặm kiểu NhậtResponsive WordPress Themenhà cấp 4 nông thônthời trang trẻ emgiày cao gótshop giày nữdownload wordpress pluginsmẫu biệt thự đẹpepichouseáo sơ mi nữhouse beautiful