ფესტივალის კონცეფცია

მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი – 2018

 

მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის თარიღი: 22 სექტემბერი – 1 ოქტომბერი 2018

მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის მნიშვნელობა:

2015 წელს მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო კვირეულით მასშტაბურად და საყოველთაოდ პირველად აღინიშნა მეცნიერებისა და სტუდენტების საერთაშორისო დღეები, ხოლო 2016 წლიდან საფუძველი ჩაეყარა მნიშვნელოვან ტრადიციას, რომელიც გაგრძელდება 2018 წელსაც. ჩვენი ქვეყანა კვლავ უმასპინძლებს მეცნიერებისა და ინოვაციების  ფესტივალს მსოფლიოს იმ წამყვანი ქვეყნების მსგავსად, სადაც ანალოგიური ფესტივალები ყოველწლიურად ტარდება.

მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის მიზნები:

  • სამეცნიერო კვლევებისა და ინოვაციების პოპულარიზაცია;
  • სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტების დაინტერესება სამეცნიერო კვლევებითა და ინოვაციებით;
  • ქვეყნის სამეცნიერო და ინოვაციური პოტენციალის წარმოჩენა;
  • ქართველ და უცხოელ მკვლევართა მიღწევების გაცნობა ფართო საზოგადოებისათვის;
  • საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება;
  • მკვლევართა მოტივაციის ზრდა;
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის დაახლოება.

მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის მონაწილეები:

მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს და უცხოეთის სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტებს, სამეცნიერო-კვლევით ცენტრებს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას და საქართველოს სოფლის მეურნეობის აკადემიას, საქართველოსა და მსოფლიოს წამყვან მუზეუმებს, გამომცემლობებს, ბიბლიოთეკებს, აგრეთვე ფესტივალის საპატიო სტუმრებს – მეცნიერებისა და ხელოვნების სფეროს ცნობილ წარმომადგენლებს და სხვ.

მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ღონისძიებები:

კონფერენცია, საჯარო ლექცია, სემინარი, ტრენინგი, ვორკშოპი, პრეზენტაცია, სამეცნიერო-პოპულარული ექსპერიმენტი, გამოფენა, პერფორმანსი, წარმოდგენა, სამეცნიერო-პოპულარული ლექცია-სემინარი, ღია კარის დღე, სამეცნიერო კაფე,  სამეცნიერო შოუ, კონკურსი, ვიქტორინა, სპეციალური ღონისძიებები სკოლის მოსწავლეებისთვის  და სხვ.

მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ღონისძიებების ჩატარების ადგილი:

2018 წელს მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალს, დაარსებიდან 100 წლის აღსანიშნავად, უმასპინძლებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სადაც გაიმართება ფესტივალის გახსნის ცერემონია და საკვანძო ღონისძიებების ნაწილი.

გარდა ამისა, საფესტივალო ღონისძიებები ჩატარდება საქართველოს სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების, საქართველოს ეროვნული მუზეუმის შესაბამის სივრცეებში, ბიბლიოთეკებში, სასტუმროებში, სახელოვნებო, საგამოფენო, სპორტულ კომპლექსებში და სხვ.

მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის პრიორიტეტები:

შერჩევის დროს უპირატესობა მიენიჭება ღონისძიებებს, რომლებიც შეესაბამება  სამეცნიერო ფესტივალის შემდეგ თემატურ პრიორიტეტებს:

  • საინფორმაციო ტექნოლოგიები, უმაღლესი განათლება და მეცნიერება;
  • ქალები მეცნიერებაში
  • კულტურული მემკვიდრეობა
  • ქართველი მეცნიერების წვლილი მსოფლიო მეცნიერების განვითარებაში (ბოლო 5 წლის განმავლობაში);

ფესტივალის პრიორიტეტად რჩება:

  • სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტების სამეცნიერო პროცესებში ჩართულობის ამსახველი ღონისძიება;
  • ინტერდისციპლინურობა და კლასტერულობა;
  • აქტუალური სამეცნიერო შინაარსის მქონე, ვიზუალურად ეფექტური, საფესტივალო და სადღესასწაულო განწყობის შემქმნელი ღონისძიება;
  • სამეცნიერო ღონისძიება შოუს ელემენტებით;
  • სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და/ან სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მიერ ერთობლივად განსახორციელებელი ღონისძიებები.

მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის მნიშვნელოვანი ვადები:

მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ვადები: 22 სექტემბერი – 1 ოქტომბერი

მონაწილეთა რეგისტრაცია წარმოებს ელექტრონულად ფესტივალის ვებგვერდზე http://tbilisisciencefestival.ge/ განთავსებული ფორმის შესაბამისად. ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმების ჩამოტვირთვა და განაცხადის გაკეთება შესაძლებელია 25 აპრილიდან – 31 მაისის ჩათვლით.

საფესტივალო განაცხადის და ტექნიკური აღწერილობის ელექტრონულად წარდგენის საბოლოო ვადაა: 31 მაისი

(დაგვიანებით წარმოდგენილი განაცხადები არ მიიღება)

სამეცნიერო ფესტივალის საკონტაქტო პირი:

თეა ტარიელაშვილი, 5 77 67 10 87, ttarielashvili@mes.gov.ge