Warning: include(): Filename cannot be empty in /tmp/theme_temp_setupFyhS5n on line 670

Warning: include(): Failed opening '' for inclusion (include_path='.:/usr/local/lib/php') in /tmp/theme_temp_setupFyhS5n on line 670

Warning: include(): Filename cannot be empty in /tmp/theme_temp_setupFyhS5n on line 759

Warning: include(): Failed opening '' for inclusion (include_path='.:/usr/local/lib/php') in /tmp/theme_temp_setupFyhS5n on line 759

Warning: include(): Filename cannot be empty in /tmp/theme_temp_setupFyhS5n on line 1344

Warning: include(): Failed opening '' for inclusion (include_path='.:/usr/local/lib/php') in /tmp/theme_temp_setupFyhS5n on line 1344
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში ღია კარის დღე გაიმართა – sif.ge
სიახლეები

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში ღია კარის დღე გაიმართა

By September 27, 2019 September 30th, 2019 No Comments

„მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი – 2019-ის“ ფარგლებში აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ორგანიზებით, აბიტურიენტებისთვის ღია კარის დღე გაიმართა.

სტუმრებს საშუალება ჰქონდათ მიეღოთ დეტალური ინფორმაცია უნივერსიტეტის აკადემიური და გაცვლითი საერთაშორისო პროგრამების, საუნივერსიტეტო სტიპენდიების, შეთავაზებების და უპირატესობების თაობაზე. სტუმრები ასევე გაეცნენ უნივერსიტეტის გარემოს.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა საინტერესო პრაქტიკული და ინტერაქტიული აქტივობები, მათ შორის:

  • იმიტირებული სასამართლო პროცესი;
  • კლინიკური პროცედურების დემონსტრირება, ვირტუალური ლაბორატორიის ჩვენება;
  • ფსიქოლოგიის ცენტრის ჩვენება;
  • არქიტექტურის კვლევითი-საპროექტო ბიუროს პროექტირების და დიზაინის საკურსო პროექტები, რომლებიც საინტერესო და რეალურთან მიახლოებული სწავლების მეთოდიკით მიმდინარეობს;
  • საერთაშორისო ურთიერთობების სასწავლო პროგრამებში ხშირად გამოყენებული თამაშის თეორიის ერთ-ერთი როლური თამაში – „პატიმრის დილემა“ – შეიარაღების კონტროლის მაგალითზე.

admin

Author admin

More posts by admin