Warning: include(): Filename cannot be empty in /tmp/theme_temp_setupxqz0mh on line 670

Warning: include(): Failed opening '' for inclusion (include_path='.:/usr/local/lib/php') in /tmp/theme_temp_setupxqz0mh on line 670

Warning: include(): Filename cannot be empty in /tmp/theme_temp_setupxqz0mh on line 759

Warning: include(): Failed opening '' for inclusion (include_path='.:/usr/local/lib/php') in /tmp/theme_temp_setupxqz0mh on line 759

Warning: include(): Filename cannot be empty in /tmp/theme_temp_setupxqz0mh on line 1344

Warning: include(): Failed opening '' for inclusion (include_path='.:/usr/local/lib/php') in /tmp/theme_temp_setupxqz0mh on line 1344
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ვენდელ ჰოლმსის სადისკუსი კლუბი „იდეათა ბაზარი“ გაიხსნა – sif.ge
სიახლეები

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ვენდელ ჰოლმსის სადისკუსი კლუბი „იდეათა ბაზარი“ გაიხსნა

By September 27, 2019 No Comments

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ოლივერ ვენდელ ჰოლმსის სადისკუსიო კლუბი „იდეათა ბაზარი“ გაიხსნა. კლუბს, რომელიც სამართლის აქტუალურ საკითხებზე იმუშავებს, იდეის ავტორი, სავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, სამართლის დოქტორი მინდია უგრეხელიძე უხელმძღვანელებს, კლუბში გაწევრიანება კი უნივერსიტეტის ნებისმიერი ფაკულტეტის სტუდენტისთვის იქნება შესაძლებელი.

ღონისძიება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა კახაბერ კორძაიამ და სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის უფროსმა სესილი გოგიბერიძემ გახსნეს. მათ დამსწრე აუდიტორიას კლუბის გახსნა მიულოცეს და ნაყოფიერი მუშაობა უსურვეს.

სადისკუსიო კლუბის დამაარსებელმა და ხელმძღვანელმა მინდია უგრეხელიძემ კი მოხსენება თემაზე – „სამართალი, როგორც ლეგიმეტრიული პროცესი“ – წაიკითხა. როგორც მან აღნიშნა, სამართალი მხოლოდ ნორმების, ღირებულებათა ან თუნდაც განზომილებათა სტატიკური სისტემა არ არის, ამავდროულად ის წარმოადგენს სამართალმზომელობის უწყვეტ დინამიკურ პროცესს, რომლის ნომოლოგია და ლეგიმეტრიული რაობა დღემდე შეუსწავლელია სათანადოდ, ამიტომ მისი კვლევა უაღრესად პერსპექტიული მიმართულებაა.

ღონისძიებაში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის წარმომადგენლები, დოქტორანტები და მოწვეული სტუმრები მონაწილეობდნენ.

ღონისძიება „მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2019“-ის ფარგლებში ჩატარდა.

admin

Author admin

More posts by admin