ვინ აკეთებს განაცხადს? – განაცხადი კეთდება ორგანიზაციის და არა მისი რომელიმე სტრუქტურული ერთეულის სახელით. ორგანიზაციის სახელწოდება უნდა მიეთითოს სრულად. ერთი ორგანიზაციის ყველა ღონისძიება უნდა აიტვირთოს ამ ორგანიზაციის სახელით.
ვინ არის საკონტაქტო პირი? – საკონტაქტო პირი არის ორგანიზაციის მიერ შერჩეული პერსონალი, რომელიც უზრუნველყოფს დაწესებულების ყველა ღონისძიების შიდა კოორდინაციას და ერთიან ინფორმაციას მოგვაწვდის ელექტრონული სააპლიკაციო ფორმის მეშვეობით. ეს პირი იქნება დაწესებულების წარმომადგენელი ფესტივალის მოსამზადებელ პერიოდში.
ერთდროულად რამდენი ღონისძიების შესახებ შეიძლება გაკეთდეს განაცხადი? – ფესტივალის ღონისძიებათა საგანაცხადო ფორმა შესაძლებლობას იძლევა, დაწესებულებამ შესარჩევად წარმოადგინოს რამდენიმე ღონისძიება. შესაბამისად, შეგიძლიათ იმდენი ღონისძიების მითითება, რამდენის ჩატარებაც გსურთ. გაითვალისწინეთ, რომ დაწესებულებამ განაცხადი უნდა გააკეთოს არა თითოეულ ღონისძიებაზე ინდივიდუალურად, არამედ ღონისძიებათა სრულ პაკეტზე ერთიანად. ფესტივალის გახსნის დღეს დაგეგმილ „ინოვაციური პროექტების გამოფენასა“ და „საბავშვო მეცნიერების“ ღონისძიებებზე და სამეცნიერო პიკნიკებში მონაწილეობის მისაღებად უნდა შეივსოს შესაბამისი სარეგისტრაციო ფორმა. აღნიშნული ფორმები უნდა აიტვირთოს word ან Pdf ფაილის სახით. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ არასრულად შევსებული ფორმა არ განიხილება შესარჩევი კომისიის მიერ.
რას ნიშნავს „ინოვაციური პროექტების გამოფენა“, „საბავშვო მეცნიერება“ და როგორ მივიღოთ მონაწილეობა? – „ინოვაციური პროექტების გამოფენა“ და „საბავშვო მეცნიერება“ გაიმართება ფესტივალის საზეიმო გახსნის დღეს 21 სექტემბერს. მონაწილე ორგანიზაციები დამსწრე საზოგადოებას წარმოუდგენენ მიმდინარე სამეცნიერო პროექტებს და ინოვაციურ იდეებს, ხოლო საბავშვო მეცნიერების განყოფილებაში კი სხვადასხვა სახალისო ატქივობას სკოლის მოსწავლეებისთვის. ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდში გაიმართება სამეცნიერო პიკნიკები, სადაც წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა სახის აქტივობა სკოლის მოსწავლეებისათვის. ღონისძიებებზე მონაწილეობისათვის საჭიროა შეავსოთ შესაბამისი სარეგისტრაციო ფორმა და მიუთითოთ საჭირო ინვენტარი.
როგორ მოვიქცეთ, თუ ღონისძიებას ჰყავს რამდენიმე სამიზნე ჯგუფი? – ასეთ შემთხვევაში მიუთითეთ ძირითადი სამიზნე ჯგუფი.
როგორ მოვიქცეთ, თუ ღონისძიება მიეკუთვნება რამდენიმე ტიპს? – ასეთ შემთხვევაში მიუთითეთ მხოლოდ ის ტიპი, რომელსაც უფრო მეტად შეესაბამება იგი.
მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის თარიღი: 21-30 სექტემბერი 2019
მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის მნიშვნელობა:
2015 წელს მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო კვირეულით მასშტაბურად და საყოველთაოდ პირველად აღინიშნა მეცნიერებისა და სტუდენტების საერთაშორისო დღეები, ხოლო 2016 წლიდან საფუძველი ჩაეყარა ტრადიციას ყოველწლიურად გაიმართოს მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი. 2019 წელსაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით საქართველო უმასპინძლებს მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალს მსოფლიოს იმ წამყვანი ქვეყნების მსგავსად, სადაც ანალოგიური ღონისძიებები ტარდება.
მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის მიზნები:
მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის მონაწილეები:
მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს და უცხოეთის სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტებს, სამეცნიერო-კვლევით ცენტრებს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას და საქართველოს სოფლის მეურნეობის აკადემიას, საქართველოსა და მსოფლიოს წამყვან მუზეუმებს, გამომცემლობებს, ბიბლიოთეკებს, აგრეთვე ფესტივალის საპატიო სტუმრებს - მეცნიერებისა და ხელოვნების სფეროს ცნობილ წარმომადგენლებს და სხვ.
მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ღონისძიებები:
კონფერენცია, საჯარო ლექცია, სემინარი, ტრენინგი, ვორკშოპი, პრეზენტაცია, სამეცნიერო-პოპულარული ექსპერიმენტი, გამოფენა, პერფორმანსი, წარმოდგენა, სამეცნიერო-პოპულარული ლექცია-სემინარი, ღია კარის დღე, სამეცნიერო კაფე, სამეცნიერო შოუ, კონკურსი, ვიქტორინა, სპეციალური ღონისძიებები სკოლის მოსწავლეებისთვის და სხვ.
მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ღონისძიებების ჩატარების ადგილი:
საფესტივალო ღონისძიებები ჩატარდება საქართველოს სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების, საქართველოს ეროვნული მუზეუმის შესაბამის სივრცეებში, ბიბლიოთეკებში, სასტუმროებში, სახელოვნებო, საგამოფენო, სპორტულ კომპლექსებში და სხვ.
მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის პრიორიტეტები:
შერჩევის დროს უპირატესობა მიენიჭება ღონისძიებებს, რომლებიც შეესაბამება სამეცნიერო ფესტივალის შემდეგ თემატურ პრიორიტეტებს:
მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის მნიშვნელოვანი ვადები:
მონაწილეთა რეგისტრაცია წარმოებს ელექტრონულად ფესტივალის www.sif.geგანთავსებული ფორმის შესაბამისად. ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმების ჩამოტვირთვა და განაცხადის გაკეთება შესაძლებელია 29 მაისის ჩათვლით..
(დაგვიანებით წარმოდგენილი განაცხადები არ მიიღება)
სამეცნიერო ფესტივალის საკონტაქტო პირი:
თეა ტარიელაშვილი, 5 77 67 10 87, ttarielashvili@mes.gov.ge