Warning: include(): Filename cannot be empty in /tmp/theme_temp_setupLKfTeT on line 670

Warning: include(): Failed opening '' for inclusion (include_path='.:/usr/local/lib/php') in /tmp/theme_temp_setupLKfTeT on line 670

Warning: include(): Filename cannot be empty in /tmp/theme_temp_setupLKfTeT on line 759

Warning: include(): Failed opening '' for inclusion (include_path='.:/usr/local/lib/php') in /tmp/theme_temp_setupLKfTeT on line 759

Warning: include(): Filename cannot be empty in /tmp/theme_temp_setupLKfTeT on line 1344

Warning: include(): Failed opening '' for inclusion (include_path='.:/usr/local/lib/php') in /tmp/theme_temp_setupLKfTeT on line 1344
საქართველოს ივანე ბერიტაშვილის ფიზიოლოგთა საზოგადოების IV საერთაშორისო ყრილობა – sif.ge
სიახლეები

საქართველოს ივანე ბერიტაშვილის ფიზიოლოგთა საზოგადოების IV საერთაშორისო ყრილობა

By September 24, 2019 No Comments

მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2019-ის“ ფარგლებში საქართველოს ფიზიოლოგთა IV საერთაშორისო, საიუბილეო ყრილობა გაიხსნა, რომელიც 25 სექტემბრამდე გასტანს. ივანე ბერიტაშვილის საქართველოს ფიზიოლოგთა საზოგადოების გადაწყვეტილებით, საერთაშორისო ყრილობა საქართველოში პირველი ფიზიოლოგური ლაბორატორიის დაარსების თარიღს ეძღვნება.

მასშტაბურ ღონისძიებაში საქართველოს ფიზიოლოგებთან და ნეირომეცნიერების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან ერთად ცნობილი და თავის სფეროში აღიარებული უცხოელი მეცნიერები შვედეთიდან, პორტუგალიიდან, ავსტრიიდან, ბულგარეთიდან,  აზერბაიჯანიდან, ბელორუსიიდან და სომხეთიდან მონაწილეობენ.

ყრილობის გახსნაზე, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის მიერ გადაღებული ახალი დოკუმენტური ფილმის „ეპიზოდები ივანე ბერიტაშვილის ცხოვრებიდან“ პრეზენტაცია გაიმართა.

ყრილობის პროგრამა მოიცავდა რვა პლენარულ, ხუთ პარალელურ და ასევე სასტენდო სესიებს. წარმოდგენილი იყო 63 ზეპირი და 42 სასტენდო მოხსენება, რომლებიც როგორც ქართველმა ასევე უცხოელმა მეცნიერებმა წაიკითხეს.

25 სექტემბერს, ყრილობის ფარგლებში, ორი საკვანძო ლექცია გაიმართება, რომელსაც ივანე ბერიტაშვილის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის აღზრდილები და ამჟამად მსოფლიოში ცნობილი მეცნიერები, პროფესორი მერაბ კოკაია და პროფესორი ზაალ კოკაია (ლუნდის უნვერსიტეტი, შვედეთი) ჩაატარებენ.

2019 წელი ქართველი ფიზიოლოგებისთვის საიუბილეოა, ვინაიდან ახალგახსნილ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პირველი ფიზიოლოგიური ლაბორატორიის დაარსებიდან 100 წელი სრულდება. 26 წლის ახალგაზრდა მეცნიერის, ივანე ბერიტაშვილის მიერ დაარსებული ლაბორატორია 1935 წელს ქართული ფიზიოლოგიური სკოლის შექმნით და ფიზიოლოგიის ინსტიტუტის გახსნით დაგვირგვინდა. დროთა განმავლობაში ინსტიტუტი გამოეყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, შეიქმნა საქართველოს ფიზიოლოგთა საზოგადოება, გაფართოვდა ქართული ფიზიოლოგიური სკოლა და ჯერ კიდევ ჩაკეტილი საბჭოთა კავშირის პირობებში საერთაშორისო აღიარება მოიპოვა.

 

admin

Author admin

More posts by admin