Warning: include(): Filename cannot be empty in /tmp/theme_temp_setupoF9aSd on line 670

Warning: include(): Failed opening '' for inclusion (include_path='.:/usr/local/lib/php') in /tmp/theme_temp_setupoF9aSd on line 670

Warning: include(): Filename cannot be empty in /tmp/theme_temp_setupoF9aSd on line 759

Warning: include(): Failed opening '' for inclusion (include_path='.:/usr/local/lib/php') in /tmp/theme_temp_setupoF9aSd on line 759

Warning: include(): Filename cannot be empty in /tmp/theme_temp_setupoF9aSd on line 1344

Warning: include(): Failed opening '' for inclusion (include_path='.:/usr/local/lib/php') in /tmp/theme_temp_setupoF9aSd on line 1344
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ,,ღია კარის დღე” გაიმართა – sif.ge
სიახლეები

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ,,ღია კარის დღე” გაიმართა

By September 24, 2019 September 26th, 2019 No Comments

,,მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის 2019” ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში აბიტურიენტებისთვის და უფროსკლასელებისათვის ,,ღია კარის დღე” გაიმართა.

შეხვედრას უნივერსიტეტის რექტორი მაკა ბერიძე უძღვებოდა. მან მოსწავლეებს გააცნო ყველა ის სპეციალობა, რომელსაც სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი ახორციელებს. რექტორმა აღნიშნა ისიც, რომ უნივერსიტეტში იგეგმება ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო პროგრამის დამატება, რამაც მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვია. მოსწავლეებს მეცნიერებისა და სწავლების საკითხებზე ესაუბრა რექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში პროფესორი მერაბ ბერიძე, ხოლო სტუდენტური ცხოვრება გააცნო სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა მირზა ბურძენიძემ.

შეხვედრა კითხვა- პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. მოსწავლეებმა მათთვის საინტერესო ყველა საკითხზე ამომწურავი პასუხი მიიღეს. შეხვედრის დასასრულს, პროფესორ-მასწავლებლებმა ინჟინერიის ,აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მიერ ორგანიზებული სამეცნიერო გამოფენა „ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენება აგრონომიაში“ დაათვალიერეს და ჩაატარეს ცდები მემცენარეობაში.

„ღია კარის დღეს“ ესწრებოდნენ ახალციხის მუნიციპალიტეტის პირველი, მეორე, მესამე, მეხუთე საჯაროსკოლების, კერძო სკოლის-„მზექას“ და ასევე ვალის N 1, ანის, ანდიაწმინდის და აწყურის საჯარო სკოლების 130-მდე მოსწავლე თავის პედაგოგებთან ერთად.

admin

Author admin

More posts by admin