Warning: include(): Filename cannot be empty in /tmp/theme_temp_setuplb4eCN on line 670

Warning: include(): Failed opening '' for inclusion (include_path='.:/usr/local/lib/php') in /tmp/theme_temp_setuplb4eCN on line 670

Warning: include(): Filename cannot be empty in /tmp/theme_temp_setuplb4eCN on line 759

Warning: include(): Failed opening '' for inclusion (include_path='.:/usr/local/lib/php') in /tmp/theme_temp_setuplb4eCN on line 759

Warning: include(): Filename cannot be empty in /tmp/theme_temp_setuplb4eCN on line 1344

Warning: include(): Failed opening '' for inclusion (include_path='.:/usr/local/lib/php') in /tmp/theme_temp_setuplb4eCN on line 1344
„ანბანთქება“ ქართული კალიგრაფიის თანამედროვე მიღწევები – sif.ge
სიახლეები

„ანბანთქება“ ქართული კალიგრაფიის თანამედროვე მიღწევები

By September 30, 2019 No Comments

“მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2019-ის“ ფარგლებში, ხელოვნების სასახლეში გამოფენა „ანბანთქება“ (ქართული კალიგრაფიის თანამედროვე მიღწევები) გაიხსნა.

ექსპოზიცია ორი ქართველი კალიგრაფის ოთარ მეგრელიძისა და გიორგი სისაურის შემოქმედებას აერთიანებს და ფართოს საზოგადოებას ავტორთა მიერ შესრულებული ქართული დამწერლობის უნიკალური ნიმუშებს წარუდგენს.

აღსანიშნავია, რომ ორივე ავტორის ხელოვნებამ მსოფლიოს წამყვან ინსტიტუტებში აღიარება უკვე მოიპოვა. მიმდინარე წელს კი ხელოვნების სასახლისა და ბრიტანეთის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე ხელოვანთა მიერ მომზადებული რამდენიმე ილუმინირებული კალიგრაფიული ნიმუში ბრიტანეთის ბიბლიოთეკაში გაიგზავნება და მოხატულ ხელნაწერთა ფონდში განთავსდება, სადაც სამწუხაროდ დღემდე არცერთი ქართული ილუმინირებული ხელნაწერი არ იყო დაცული.

გამოფენა ხელოვნების სასახლეში 1 კვირა გაგრძელდება.

admin

Author admin

More posts by admin