შემეცნებითი ტური გურჯაანელ მოსწავლეთათვის

2018 წლის 23 სექტემბერს მეცნიერების და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინს ცენტრის ორგანიზებით გურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინში, ივანე ბერიტაშვილის სახლ–მუზეუმში სკოლის მოსწავლეთათვის ჩატარდა შემეცნებითი ტური. მოსწავლეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს განათლების, და მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელმა თეა ტარიელაშვილმა, ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის დირექტორმა დავით ნადარეიშვილმა, გურჯანის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა და ივანე ბერიტაშვილის ღირსეულმა შთამომავალმა, ფიზიკის მეცნიერენბათა დოქტორმა დავით ბერიტაშვილმა.

ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენული ბიომედიცინის ცენტრის დირექტორი მოსწავლეებს ესაუბრა ივანე ბერიტაშვილის ცხოვრებასა და სამეცნიერო მოღვაწეობაზე და გააცნო ცენტრის მიერ გამოცემული ივანე ბერიტაშვილის ფოტოალბომი.

გაფორმდა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრსა და გურჯაანის სამუზეუმო გაერთიანებას შორის.

ფესტივალის ფარგლებში ივანე ბერიტაშვილის ესპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის დაინტერესებით და მონაწილეობით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით – სოფელ ვეჯინის სკოლას ეწოდა ივანე ბერიტაშვილის ვეჯინის საჯარო სკოლა. ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის დირექტორმა დავით ნადარეიშვილმა სოფელ ვეჯინის სკოლის დირექტორს საჩუქრად გადასცა ივანე ბერიტაშვილის პორტრეტი და ფოტოალბომი.

ცენტრის მეცნიერების ორგანიზებითა და მონაწილეობით ჩაატარდა სახალისო ექსპერიმენტები სხვადასხვა ასაკის ბავშვებისათვის. ბავშვები აქტიურად და დიდი ინტერესით  ჩაერთნენ და თავად მიიღეს მონაწილეობა სახალისო ექსპერიმენტებში.