ღია კარის დღე ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში

მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში, 24 სექტებრიდან 28 სექტემბრის ჩათვლით თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში სკოლის მოსწავლეებისთვის ჩატარდა ღია კარის დღე – ტური-ვორქშოფი „მუსიკა ჩვენს ცხოვრებაში“. კონსერვატორიამ უმასპინძლა #46, #166, #11,  #49 და #31 სკოლის მოსწავლეებს, რომელთაც ასოც. პროფესორმა, პიანისტმა ნინო ჟვანიამ გააცნო კონსერვატორიის ისტორია, შემოქმედებით-სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობის საინტერესო ფორმები. ტურის ფარგლებში ბავშვებმა:

– დაათვალიერეს კონსერვატორიის დიდი და მცირე საკონცერტო დარბაზები,

– გაეცნენ კონსერვატორიის მუზეუმში დაცულ უნიკალურ ნიმუშებს,

– კონსერვატორიის მუსიკის ტექნოლოგიის  სტუდიაში მოსინჯეს ბგერის წარმოქმნის, ჩაწერის, გარდაქმნის, ვიდეოგამოსახულების მუსიკალური გაფორმების და სხვ. საშუალებები,

– დაესწრნენ სხვადასხვა სპეციალობის სტუდენტების გაკვეთილებს.